პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავებსა  და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან ასევე ოპოზიციონერი ლიდერებიც.

ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ რკინის ჯებირებზე საღებავით წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, თუმცა რამდენიმე მათგანმა მაინც შეძლო საღებავით რკინის ჯებირზე წარწერის გაკეთება. აქციის მონაწილეებმა შეძლეს ასევე ჯებირებზე სტიკერების „შეცვალეს“ გაკვრა.

„ეს ბარიკადები ვერ გაგვყოფს ჩვენ და „ქართულ ოცნებას“, ყველგან შევაწუხებთ და ვერანაირად ვერ მოგვიცილებენ თავიდან,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს ასევე დოლარის კუპიურები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს