პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს. ვითარება ამ დროისთვის ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩებზე, სადაც აქციის მონაწილეები იმყოფებიან, დაძაბულია.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას ინფორმაციით კი, დაკავებულებია სამი პირი, მათ შორის ლუკა ბურდული და გიორგი მუმლაძე, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული არავინაა და სამართალდამცავებმა ტერიტორიას რამდენიმე პირი გაარიდეს.
„არაფერი არ დარჩენიათ ამ კუნთებიანი ადამიანებისა და ღობეების გარდა,“ - განაცხადა ხოშტარიამ.