ირაკლი ბერაია - "ნაცმოძრაობამ" ვერ შეძლო ქვეყანაში რევოლუციური სურათის შექმნა, მათ ვერ მოახერხეს პროცესების პარლამენტიდან ქუჩაში გადატანა

„განვითარებული მოვლენების ფონზე, ყოველ დღე ვრწმუნდები იმ გადაწყვეტილების სისწორეში, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტის კენჭისყრაზე მივიღე", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ შეძლო რევოლუციური სურათის შექმნა და პროცესების ქუჩაში გადატანა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო ქვეყანაში რევოლუციური სურათის შექმნა, მათ ვერ მოახერხეს პროცესების პარლამენტიდან ქუჩაში გადატანა. საზოგადოებამ „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე არაერთხელ უთხრა უარი.

ახლა მათი მცდელობაა, რომ 10-კაციანი და 20-კაციანი ჯგუფებით ქვეყანაში შექმნან ილუზია, თითქოს რაღაც სასწაული ხდება. განვითარებული მოვლენების ფონზე, ყოველ დღე ვრწმუნდები იმ გადაწყვეტილების სისწორეში, რომელიც მივიღე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის კენჭისყრისას," - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა