ავღანეთში, ბომბის აფეთქების შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის უმეტესობა ბავშვია

ავღანეთში, ბომბის აფეთქების შედეგად, 15 ადამიანი, მათ შორის 6 ქალი და 8 ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი მანქანით კუნდუზის პროვინციის ერთ-ერთ მთავარ გზაზე გადაადგილდებოდნენ.

„ისინი საქორწინო ცერემონიაზე მიდიოდნენ. ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა“, - აცხადებენ ადგილობრივ ადმინისტრაციაში.

ავღანეთში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სულ მცირე 3 812 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ შორის 144 ქალი და 327 ბავშვი. გაეროს მონაცემებით, აღნიშნული მონაცემები გასული წლის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა