ნიკა მელიამ და ბექა ოდიშარიამ პარლამენტის ეზოში ერთმანეთს „უნამუსო“ ეძახეს

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ეზოში უმრავლესობის წევრებს სასტვენებით ხვდებიან.

მათ შორის, პარლამენტის ეზოში იმყოფებიან ელენე ხოშტარია და ნიკა მელია, რომლებიც მმართველი გუნდის ყველა წევრისგან, ვინც პარლამენტში მიდის, ინტერესდებიან, მისცეს თუ არა ხმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომლის გაჩერებასაც ნიკა მელია შეეცადა, ბექა ოდიშარიაა. აღნიშნულს პარლამენტის ეზოში მათ შორის შეკამათება მოჰყვა.

„ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს... მოდი ვისაუბროთ... უნამუსო ხარ“, - მიმართა ნიკა მელიაბექა ოდიშარიას, რაზეც თავის მხრივ ოდიშარიამ უპასუხა: „გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ“.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა