ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტში შესასვლელ ჭიშკარს სამართალდამცავები იცავენ, ახალგაზრდებმა ასფალტზე  „გაბედე“ დაწერეს

პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელ ჭიშკარს სამართალდამცავები იცავენ, მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ასფალტზე „გაბედე“ დაწერეს.

აქტივისტებმა სამართალდამცავებს მოუწოდეს, რომ გაბედონ და დაუპირისპირდნენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს.

„ ჩვენ, ახალგაზრდებმა გავბედეთ და დავუპირისპირდით მახინჯ რეჟიმს. ადრე თუ გვიან დადგება დრო, როდესაც თქვენც დაუპირისპირდებით ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს. გირჩევთ, რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს. დადექით ხალხის გვერდით. თქვენ არ ხართ მხოლოდ ხელისუფლების უსაფრთხოების დამცველები“,- მიმართეს მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა სამართალდამცავებს.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს