„ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ

„ევროპული საქართველოს" წევრები პარლამენტის კომიტეტებს ტოვებენ. „ევროპულ საქართველოში“ შემავალი ფრაქციების წევრებმა პარლამენტს შესაბამისი თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებით უკვე მიმართეს.

სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტსაც.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები მათ მიერ კომიტეტების დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს