Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი“ „შავი პარასკევისთვის“ ემზადება

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში „აიპლიუსი“ „შავი პარასკევისთვის“ ემზადება. „აიპლიუსი“ ტრადიციულად წელს მომხმარებლებს Apple-ის ტექნიკას თვითღირებულებით სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს, Apple-ის პროდუქციასთან ერთად, თვითღირებულებით გაიყიდება Console-ები, Samsung-ის, JBL-ის, Beats-ის, Anker-ის და სხვა კომპანიების ოფიციალური პროდუქცია. 70%-მდე ფასდაკლებები იქნება აქსესუარებზე. ასევე ფასდაკლებები შეეხება პროგრამულ და ტექნიკურ მომსახურებას.

„აქციის ფარგლებში ყველაფერი თვითღირებულებით გაიყიდება. 2018 წლის შავ პარასკევს კომპანიამ ყველა რეკორდი მოხსნა და გაყიდვებით ახალი წლის დღეებსაც აჯობა. წელსაც გვსურდა მომხმრებლებითვის ერთ დღე მთლიანად დაგვეთმო და ყველაფერი უბრალოდ თვითღირებულებით შეგვეთავაზებინა“, - აცხადებს ჭავჭავაძის #19-ის მენეჯერი გიორგი ჩიხრაძე.

მათივე ცნობით, მაგალითისთვის აღსანიშნია iPhone XS, რომელიც 659 ლარიანი ფასდაკლებით, 3558 ლარის ნაცვლად 2899 ლარად გაიყიდება. ასევე მნიშნველოვანი სარგებელს მიიღებთ iPhone-ის ბოლო მოდელებზე iPhone 11-ზე, 11 Pro-სა და 11 Pro Max-ზე.

„შავი პარასკევისთვის“ საგანგებო რეჟიმში, 10 საათამდე იმუშავებენ მაღაზიაში არსებული ბანკის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო