ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ ცდილობს რამენაირად კრიზისიდან გამოსვლის გზები ნახოს, თუმცა უჭირთ, რომ ქუჩა მიატოვონ

„ვიდრე ოპოზიცია დაკავებულია დესტრუქციული მოქმედებების დაგეგმვით, ჩვენ ვმუშაობ იმისათვის, რომ შესაბამისი საარჩევნო შედეგი მივიღოთ და ამ შედეგის მთავარი პირობა არის საზოგადოების მყარი მხარდაჭერა“,- ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში 50%-ზე „მნიშვნელოვნად მეტს“ მიიღებს.

კობახიძის თქმით, მათი გათვლა სწორედ ის არის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში 50%-იან ნიშნულს მნიშვნელოვნად აცდეს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შედის თუ არა პროცესი ჩიხში, რადგან არც მმართველი გუნდი და არც ოპოზიცია პოზიციებს არ თმობენ, კობახიძემ განაცხადა,რომ ხელისუფლებას დასათმობი არაფერი აქვს.

„ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც უნდა აგრძელებდეს. დასათმობი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც დესტრუქციით არიან დაკავებული. დესტრუქციით, რომელიც კანონთანაა პირდაპირ წინააღმდეგობაში, პარლამენტის შენობის ბლოკირება არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, შესაბამისად, მათი დათმობა იქნებოდა დათმობა კანონის წინაშე. მათ უნდა დაიცვან კანონი, თუმცა ხედავთ, რომ აგრძელებენ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. ხედავთ, რომ არის კრიზისი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისინი ცდილობენ რამენაირად ნახონ კრიზისიდან გამოსვლის გზები, თუმცა ისიც უჭირთ,რომ ქუჩა მიატოვონ, თორე ქუჩასაც მიატოვებდნენ, რომ ეს კრიზისი დაძლიონ“,- განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა