ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ვაშენებთ ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას და არა ავტორიტარულ მმართველობას, როგორც ეს იყო სააკაშვილის დროს

ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ვაშენებთ თანამედროვე, ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკას და არა ერთპიროვნულ, ავტორიტარულ მმართველობას, ისეთს, როგორიც იყო სულ რამდენიმე წლის წინ, სააკაშვილის მმართველობის დროს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ და პარტიამ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2017 წელს მიიღო, რომ ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ, დაამთავრებდა შერეული სისტემით არჩევნების ჩატარებას და სრულად გადავიდოდა პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს.

„2017 წელს, მოგეხსენებათ, რომ ისევ მათი დესტრუქციული ბუნებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, მთავარმა დესტრუქციულმა ძალამ არ მოისურვა თანამშრომლობა მმართველი პარტიის კეთილ ნებასთან და მათ გაცხადებულ შემოთავაზებასთან, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა კონსტიტუციურ ცვლილებებში და მხარი დაეჭირათ ჩვენთვის ჯერ კიდევ 2017 წელს. ეს მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავსულიყავით 2020 წელს. როგორც განვითარდა მოვლენები ივნისის თვეში ჩვენ ყველამ ვნახეთ, ეს იყო კეთილი ნების გამოხატულება და ეს იყო იდეა და სურვილი პარტიის თავმჯდომარის, რომ ქვეყანა გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე არა 2024, არამედ 2020 წელს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების გაუთავებელი შეურაცხყოფებისა და მართლაც ზღვარგადასული უკულტურობისა და ყოველგვარი ჩარჩოებს გაცდენილი ქმედებებისა, რა თქმა უნდა, ჩვენი მაჟორიტარების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია ამ ყველაფერმა ერთად, ამას დაემატა ისიც, რომ ისინი ობიექტურად მხარს არ უჭერდნენ ამ ინიციატივის განხორციელებას 2020 წელს და ეს ინიციატივა უბრალოდ არ გავიდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა