თეონა ჭალიძე მიიჩნევს, რომ პენსიის გაზრდის შესახებ ყოფილი დეპუტატების მოთხოვნა, მიუღებელია

„ახალი საქართველო“ ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატების პენსიის გაზრდის მოთხოვნას. მათი ცნობით, 50-მდე ყოფილმა დეპუტატმა გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართოს.

ყოფილ დეპუტატებს „ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი ეხმიანება. როგორც თეონა ჭალიძე აცხადებს, მათ უმრავლესობას აღნიშნული თანხის სარგებლობის აუცილებლობა არ გააჩნია. ჭალიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დამძიმებული სოციალური მდგომარეობის ფონზე ყოფილი დეპუტატების მოთხოვნა მისთვის მიუღებელია.

„საქართველოს პარლამენტის 50 ყოფილი დეპუტატი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიის გაზრდას ითხოვს და შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართეს.

წელიწადში 5 მილიონ ლარამდე იხარჯება ბიუჯეტიდან ყოფილი დეპუტატებისთვის ამ კომპენსაციების გადასახდელად. 560 ლარს იღებს ყველა ყოფილი დეპუტატი ყოველ თვე და ახლა თურმე გაზრდასაც ითხოვენ. მაშინ, როცა ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი გვყავს სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ნახევარ მილიონამდე ადამიანი საარსებო შემწეობით (30-60 ლარი) არსებობს და 150 000 ბავშვი შიმშილობს. რა ლოგიკით ითხოვენ ამ კომპენსაციის გაზრდას, თანაც განურჩევლად ყველასთვის, ჩემთვის გაუგებარია.

ნამდვილად არ ეკუთვნის ყველა დეპუტატსა თუ ყოფილ დეპუტატს აღნიშნული კომპენსაცია, პარლამენტში ვხედავთ მილიონერებს, დეპუტატებს რომლებსაც თავად და მათ ოჯახებს აქვთ მსხვილი ბიზნესები და ნამდვილად არ აქვთ იმის გასაჭირი, რომ სახელმწიფოსგან ყოველთვიურად ეს ,,დახმარება" მიიღონ. მითუმეტეს, რომ არავის დაუძალებია მათთვის დეპუტატობა და სანამ დეპუტატის მანდატს ფლობდნენ მშვენივრად სარგებლობდნენ ყველა იმ სიკეთით, რომელიც დეპუტატობას ახლავს.

თუმცა იმ შემთხვევაში თუ ყოფილი დეპუტატი მართლაც იმყოფება ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში რომ ესაჭიროება მზრუნველობა, რა თქმა უნდა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასზეც, მაგრამ აღნიშნული კომპენსაცია ყველა ყოფილ დეპუტატზე არ უნდა გაიცემოდეს“, - აცხადებს თეონა ჭალიძე.

ამის შესახებ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს