ირაკლი კობახიძე - აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და იქით დგას უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი სურათი

აქეთ დგას პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და იქით დგას უპასუხისმგებლო ოპოზიცია, ეს არის დღევანდელი სურათი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება გრძნობს თავის პასუხისმგებლობას და სწორედ ამიტომ, დღეს უზრუნველყოფილია პარლამენტის სათანადო მუშაობა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორია მისი შეფასება „რესპუბლიკური პარტიის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, გაუქმდეს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება - კონკორდატი, კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის ეკლესიის მიმართ ღიად დაფიქსირებული მტრული დამოკიდებულება.

„ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. გაიხსენეთ მათი რიტორიკა და ლექსიკა, ეკლესიის და პატრიარქის მიმართ, თუნდაც დავით ბერძენიშვილის და სხვა ლიდერების განცხადებები, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ეროვნულ იდენტობას. მათ სძულთ ჩვენი ეროვნული იდენტობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს და აღნიშნა, რომ ეს იყო ჩვენს ქვეყანაში არსებული სურათის ზუსტი წამორჩენა.

„ეს სურათი აბსოლუტურად ზუსტად იყო წარმოჩენილი და სწორედ ამიტომ ვისმენდით ჩვენ მთელი დღის განმავლობაში, გუშინ საღამოდან და დღეს დილითაც, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ნერვიულ კომენტარებს. მათ ჩაიხედეს სარკეში, აი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ “,- აღნიშნა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა