ეკატერინე გალდავამ წყალმომარაგების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე მანილაში გამართულ გლობალურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ, წყალმომარაგების სექტორის დაფინანსების თემაზე მიძღვნილ, მანილაში გამართულ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კომპანიის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში წყლისა და წყალარინების სფეროს გამოწვევები მიმოიხილა, ისაუბრა დარგში არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და პერსპექტივებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკის საკითხზეც.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრები სასესიო ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც ინვესტიციებისა და კომერციული ფინანსების მობილიზაციის საკითხებზეც იმსჯელეს. ასევე, განიხილეს მონაწილე ქვეყნების მაგალითები, რისკების მართვა და შედეგების გაუმჯობესება. დისკუსიების შედეგად, კვლევის შემუშავებისთვის საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება.

სამინისტროს ცნობით, კონფერენცია - „მრგვალი მაგიდა-წყლის სფეროს დაფინანსება“ არის გლობალურ პლატფორმა, რომლის მიზანს დარგის მდგრადი განვითარება წარმოადგენს. ამასთანავე, ხელს უწყობს მთავრობების, ფინანსურ ინსტიტუტების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

„ღონისძიებას, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან, მსოფლიოს წყლის სამიტთან და ნიდერლანდების მთავრობასთან პარტნიორობით, ფილიპინების დედაქალაქი 26-28 ნოემბერს მასპინძლობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს