აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პარლამენტის პიკეტირება დღეისთვის დასრულდა

დღეს პიკეტირება დამთავრებულია, შევიკრიბებით ხვალ თუ იმუშავებს პარალმენტი ან მაშინ, როცა იმუშავებს,- ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის სასესიო კვირაში იგეგმება საყოველთაო მასშტაბური აქცია.

„დღეს პიკეტირებამ ეს შედეგი გამოიღო, რასაც ვხედავთ. როცა ჩაინიშნება შემდეგი სესიები და საპარლამენტო დღე როცა იქნება, კიდევ დავაპიკეტებთ უფრო ეფექტიანად, „სირცხვილის კორიდორებით“, შეძახილებით.

თქვენ ხედავთ, რომ სისტემა ჯანჯღარებს, სისტემა ინგევა აგურ-აგურ. ავიაციის პოლიცია ჰყავთ მოყვანილი, აეროპორტის დაცვა, ანუ კადრები აღარ ყოფნით. „კომოს საძმოს“ ჩართულობით მოხდა ალბათ ავიაციის ჩართვა ამ ამბავში“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

პარლამენტთან აქციის მონაწილეების მხრიდან პიკეტირების პროცესი დასრულდა, თუმცა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ გრძელდება. ადგილზე რჩებიან აქციის მონაწილეები.

როგორც „ევროპული საქართველოს“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერებმა განაცხადეს, პიკეტი დღეისთვის პარლამენტთან დასრულდა, თუმცა პროტესტის ეს ფორმა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.მათივე განმარტებით, პროტესტის გამოხატვის მიზნით ჩავლენ ყველა რეგიონსა და ქალაქში, სადაც იქნებიან „ქართული ოცნების" წვრები.

მათ ასევე დააანონსეს, რომ მასშტაბურ აქციას გამართავენ მომდევნი სასესიო კვირაში, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უნდა უყროს.

ამასთან, ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელთან რჩება რკინის კონსტრუქციები, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს