ზურა ჯაფარიძე - ვერანაირი მთავრობა ამას ვერ გაუძლებს, ამათი ამბავი დამთავრებულია

„ამის გაძლება არის შეუძლებელი, ვერანაირი მთავრობა ამას ვერ გაუძლებს, ამათი ამბავი დამთავრებულია, მიუხედავად იმისა, რამდენ პოლიციელს გამოიყვანენ“,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღის მიზანი მიღწეულია.

„ამ ინსტიტუტმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გააგრძელოს ნორმალურ მდგომარეობაში ფუნქცინირება. ერთადერთი შანსი, რომ ისინი შიგნით შევიდნენ და რაღაცაზე ილაპარაკონ, რასაც შინაარსი არ გააჩნია, არის მხოლოდ და მხოლოდ ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ხელისუფლება ჩაკეტილია საკუთარი ხალხისგან ან ყვითელი ავტობუსებით, ან რკინის ჯებირებით, ან პოლიციის მსხვილი და განიერი კორდონებით. ეს არის სწორი, ამის გაძლება შეუძლებელია, ვერანაირი მთავრობა ამას ვერ გაუძლებს, ამათი ამბავი დამთავრებულია, მიუხედავად იმისა, რამდენი პოლიციელიც არ უნდა გამოიყვანონ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან, აქციის მონაწილეების მხრიდან პიკეტირება დასრულდა, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პროტესტი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა