ნათია თურნავა - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან გულწრფელი და სიღრმისეული

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალიან გულწრფელი და სიღრმისეული, რაც ალბათ ყველამ დავინახეთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თურნავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ბევრ კითხვას, რომელიც შეიძლება საზოგადოებაში ტრიალებდეს, პასუხი გასცა.

ბიძინა ივანიშვილის ანალიზი მათ შორის მოიცავდა პასუხს იმ რადიკალური ფრთის განწყობების მხრიდანაც, ვინც თავისი რადიკალიზმით ცდილობს, რომ დესტრუქცია შემოიტანოს დღევანდელ განვითარებაში.

ჩემთვის, როგორც ეკონომიკის მინისტრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ნაწილი, რომელიც შეეხება დასაქმებას. მართლაც ასეა, ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის დასაქმება“, - განაცხადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა