გიგა ბოკერია - შს მინისტრმა თქვა, პოლიციელები დაიღალნენო - უკანონო და სამარცხვინო ბრძანებების შესრულებით დაიღალნენ და ნუ აძლევენ ამ ბრძანებებს

ვის გაუგია, შსს იძახდეს სამ-ოთხ თვეზე მეტს ვეღარ გავუძლებთო? მეც ასე მგონია, მეტს ნამდვილად ვერ გაუძლებენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სამართალდამცავები კრიმინალზე და ქვეყნის დაცვაზე უნდა მიმართოს.

„შს მინისტრს ვუსმენდი და მან თქვა, რომ დაიღალნენ პოლიციელებიო და მესმის, ამ უკანონო და სამარცხვინო ბრძანებების შესრულებით დაიღალნენ და ნუ აძლევენ მაშინ ამ ბრძანებებს. ნუ ღლიან ამ ხალხს და იმ საქმეზე მიმართონ, რაც ქვეყანას სჭირდება, კრიმინალზე და ქვეყნის დაცვაზე. რაც ხდება ქვეყანაში, ვხედავთ. შს მინისტრმა თქვა, ძალიან მაგარი ფრაზა, სამი-ოთხი თვე გავუძლებთო, მე მაგასაც ვეჭვობ, რომ სამი-ოთხი თვე გაუძლებენ, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტს გავუძლებთ. რატომ წელავენ ამ სამ-ოთხ თვეს? დღესვე დაამთავრონ ეს ამბავი ჯობია“,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან, აქციის მონაწილეების მხრიდან პიკეტირება დასრულდა, თუმცა, როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პროტესტი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო