გიგი უგულავა - მოსამართლეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი

უთავმოყვარეოებს კიდევ ბევრჯერ შევახსენებთ, რომ უთავმოყვარენი არიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

„ყველაფერი მიდის ზუსტად ისე, როგორც „ქართული ოცნება“ იმსახურებს. ივანაშვილი თათარასავით ავლებს თავის მინისტრებს ყველაზე უფრო საზიზღარ მასაში, რომლებიც გამოდიან და ერთი და იგივე სისულელეს იძახიან. მაგალითად, აბსოლუტურად უტიფარი ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ჩვენ დაპირება არავისთვის არ მიგვიციაო. ყველას გვახსოვს დაპირებაც და როგორ ტრაბახობდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ პროპორციულ სამართლიან არჩევნებს 30 წლის თავზე ჩვენ ვაძლევთ ხალხსო. სალომე ზურაბიშვილიც დაგვესიზმრა, ალბათ, გაერო-ს ტრიბუნიდან რომ ამაყობდა? თუ სხვანაირად როგორ ხდება დაპირება? ჩვენ საზოგადოებას გამოსავალს ვთავაზობთ, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომლის წარმომადგენლებიც უკანა ხვრელებიდან დაძვრებიან. სამარცხვინოა. ეს არის მათი სახე და მათი სახე რომ არ დაინახოს მათ შორის, არც პოლიციამ, აი ასე რკინის ჯებირებით ივლიან. რაიონში ჩავლენ? ჩვენც ჩავალთ და ჩამოიტანონ ეს რკინის ჯებირები. კი ბატონო, იარონ ასე, ეს პროტესტი არ დამთავრდება! პირდაპირ ვეუბნები მათ, მოსამართლეების, მურუსიძეების დანიშვნას რომ დაიწყებთ, მერე ნახეთ არმაგედონი. იმ მზაკვრობის და ტყუილის პირდაპირ შედეგს ვიმკით, რომ სასამართლოს მიტაცება ხდება და აი ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიტაცა მთელი სახელმწიფო ამ კაცმა. უთავმოყვარეოებს კიდევ ბევრჯერ შევახსენებთ, რომ უთავმოყვარენი არიან. სადამდე ივლიან ასე ნახირივით?“- განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო