ირაკლი კობახიძე - ხალხს სწორედ ის უნდა, რომ 2-ჯერ მეტი „ნაციონალი“ არ დაინახოს პარლამენტში

ხალხს უნდა, რომ 2-ჯერ მეტი „ნაციონალი“ არ დაინახოს პარლამენტში, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით,“ ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ პროპორციული არჩევნების შემთხვევაში ისინი 2-ჯერ მეტ მანდატს მიიღებდნენ, თუმცა, საზოგადოებას სხვა საკითხები აინტერესებს.

მისივე თქმით, გუნდის თითოეული წევრისთვის პრობლემა არის ის, რომ გადაწყვეტილება პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ვერ შესრულდა.

„რაც შეეხება დრამატიზმს, დრამატული არის ვითარება მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ეს დრამატიზი კარგად ჩანს მათ თითოეულ ისტერიულ მოქმედებაში, რომელსაც ვხედავთ. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია საუბრობდეს იმ საკითხებზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს, თუ აქვთ კვალიფიკაცია და სახელმწიფოებრივი ინტერესი, მოვიდნენ და გველაპარაკონ კონკრეტულ დარგებში რა არის გასაკეთებელი უკეთ. იქნებ განათლების, თავდაცვის, ჯანდაცვის სფეროშია უკეთ გასაკეთებელი, ამის ნაცვლად ისინი საზოგადოებას ესაუბრებიან იმაზე, რომ უნდათ 2-ჯერ მეტი მანდატი პარლამენტში, არ აინტერესებთ არც განათლება, არც ჯანდაცვა, არც თავდაცვა. აინტერესებთ მხოლოდ ის, რომ 2-ჯერ მეტი „ნაციონალი“ იჯდეს პარლამენტში. ხალხს ეს არ აინტერესებს, ხალხს სწორედ ის უნდა, რომ 2-ჯერ მეტი „ნაციონალი“ არ დაინახოს პარლამენტში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს კვორუმი რეალურად ვერ შედგა. კობახიძის მტკიცებით, რეგისტრაციის დროს დარბაზში 76 დეპუტატზე მეტი იმყოფებოდა, რაც კვორუმისთვის საკმარისია.

"სრული პასუხისგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დეპუტატების სათანადო რაოდენობა იყო წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში. 76 დეპუტატზე მეტი იყო დარბაზში, გარწმუნებთ, იმ დროს, როცა რეგისტრაცია ჩატარდა", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა