ქეთევან ციხელაშვილი - რაიმე ტიპის არეულობა, დაძაბულობა, სახელმწიფოებრიობის შეფერხება ვიცით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს

რაიმე ტიპის არეულობა, დაძაბულობა, სახელმწიფოებრიობის შეფერხება ვიცით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს; ამიტომ მგონია, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, როდესაც ვინმეს აქვს მცდელობა, რომ არ მუშაობდეს პარლამენტი, მთავრობა და დავბრუნდეთ წარსულში, ეს არ მოხდება.

„ჩვენ რეალურად ამ გამოწვევასთან გვაქვს საქმე და ეს უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი პროცესისას, რომელიც ქვეყანაში მიდის, იქნება ეს პოლიტიკური პროცესი, ვინმეს პროტესტი თუ ა.შ. ვეხმაურები მათ შორის იმ მოვლენებს, რომლებიც ქვეყანაში ხდება, რადგან ჩემთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა, იქიდან გამომდინარე, რომ ორჯერ ორი ოთხია და აშკარაზე აშკარაა, რომ ვის შეიძლება საერთოდ აწყობდეს ინსტიტუტების პარალიზების მცდელობა, რა თქმა უნდა, ეს წარუმატებელი იქნება.

რაიმე ტიპის არეულობა, დაძაბულობა, სახელმწიფოებრიობის შეფერხება ვიცით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ მგონია, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკური სპექტრის ნებისმიერ წარმომადგენელს. პროტესტი ყველგან დასაშვებია, ამისთვის არსებობს კანონი, არსებობს გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში და არც არავინ ზღუდავს ამას, მაგრამ როდესაც ვინმეს აქვს მცდელობა, რომ არ მუშაობდეს, პარლამენტი, მთავრობა და დავბრუნდეთ იმ წარსულში, რომლიდანაც ბევრი უბედურების გავლით საზოგადოებამ გამოვიყვანეთ ქვეყანა, უკან დაბრუნება არის შეუძლებელი, ეს არ მოხდება. ეს არ წაადგება საზოგადოებრიობას. არსებობს დემოკრატიის ერთი მიღებული ფორმა, ეს არის სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ნების გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა