გია ვოლსკი - საჭიროა ევროპას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, დეზინფორმაციის მიწოდების დახვეწილი სქემები გარკვეულწილად ახდენს გავლენას

საჭიროა ევროპას უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. დეზინფორმაციის მიწოდების დახვეწილი სქემები გარკვეულწილად ახდენს გავლენას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროსაბჭოში გაკეთებული კრიტიკული განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ასევე მედია დაადანაშაულა იმაში, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაფარვას ხელს უწყობენ.

"ინფორმაციის მოძრაობის სისტემა უკვე დიდი ხანია აწყობილია. ეს ახალი არ არის, დასაყრდენს ეძებენ ოპონენტები საერთაშორისო დონეზე და რაც მოვისმინე, არის საკითხები რომელიც ეხება ორივე მხარის პასუხისმგებლობას, კანონის დაცვას, შესაძლო მოლაპარაკებას და კონსულტაციებს. ეს ის სტანდარტია, რომელსაც იცავენ საერთაშორისო პარტნიორები და ორგანიზაციები. თუკი რაიმე კრიტიკაა, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები კარგად ხედავენ, რეალურად რა ვითარებაა, რაც უფრო აგრესიულია გამოხატულება ოპონირების, მით უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხები იხილება ქვეყნისთვის. მაგალითად, ახლა განხილვაზე სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებია, მიწის რეგისტრაციის, სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების და წარმოების განვითარების, რაც რევოლუციურ ცვლილებას მოახდენს სოფლად. მაგრამ ამის გადაფარვა მნიშვნელოვანია, სტრატეგიაა, გეგმაა და ამ გეგმას არის დღეს აყოლილი ჩვენი მედია. ევროპასაც საჭიროა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. დახვეწილი სქემები დეზინფორმაციის მიწოდების გარკვეულწილად ახდენს გავლენას," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო