„ბი ბოტი“ უკვე სამედიცინო მომსახურების ხარჯებს აგინაზღაურებთ

ციფრული და ინოვაციური სერვისები „თიბისი დაზღვევის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ „თიბისი დაზღვევა“ კიდევ უფრო გამარტივებულ მომსახურებას გთავაზობთ - მათ, ვინც უკვე სარგებლობთ ჯანმრთელობის დაზღვევით, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება Facebook Messenger-ის ჩეთიდან გაუსვლელად შეგიძლიათ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, „ბი ბოტთან“ რამდენიმე წუთიანი გასაუბრებით შეგიძლიათ მოითხოვოთ და ძალიან სწრაფად მიიღოთ ანაზღაურება. ამისთვის უნდა გაუგზავნოთ თქვენი ანგარიშის ნომერი, ფორმა ასი/დანიშნულება, ქვითარი აფთიაქიდან/კლინიკიდან და ინვოისი, ან შემოსავლის ორდერი. აღნიშნული დოკუმენტების სურათების გადაგზავნის შემდეგ, 500 ლარამდე მომსახურების თანხა 1 დღეში, 500 ლარზე მეტის შემთხვევაში კი 3 დღემდე ვადაში ჩაგერიცხებათ. უკვე არსებული მოთხოვნის დოკუმენტაციის ჩამატება კი მარტივად, მხოლოდ დამატებით ფოტოს ატვირთვით შეგიძლიათ.

„ბი ბოტის“ ჩეთში შესაძლებელია საკუთარი ანაზღაურებების სტატუსის შემოწმებაც და სადაზღვევო ბარათის ელექტორნული ვერსიის ნახვაც.

ასევე, თუ დაგჭირდებათ კომუნიკაცია ცხელი ხაზის ოპერატორთან, ბი ბოტი მესინჯერიდანვე დაგაკავშირებთ მას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს