ნათია თურნავა - ადეკვატური პასუხი ეცემა არაკანონიერ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საქმიანობის ხელის შეშლისკენ

ადეკვატური პასუხი ეცემა არაკანონიერ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი საქმიანობის ხელის შეშლისკენ, კონსტიტუციური უწყებების მუშაობის პარალიზებისა და საბოტირებისკენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური ბლოკის მინისტრების საზრუნავი ახლა ისაა, რომ ბიზნესი და ინვესტორების არ დაფრთხნენ.

„აქციები შეიძლება ჩვენთვის დისკომფორტის შემქმნელი იყოს, მაგრამ რა ნაწილშიც ეს არ ეწინააღმდეგება კანონს, სრულიად მისაღები დემოკრატიული პროცესია. რაც შეეხება არაკანონიერ გამოვლინებებს , რომლებიც მიმართულია ჩვენი მუშაობის ხელის შეშლისკენ და ჩვენი კონსტიტუციური უწყებების მუშაობის პარალიზებისა და საბოტირებისკენ, ამას, ძალიან ადეკვატური პასუხი ეცემა, სრულიად ცივილიზებული და მე არ მგონია, რომელიმე განვითარებულ სახელმწიფოში რამე სხვა რეაქცია ჰქონოდეს ხელისუფლებას ამაზე.

რასაკვირველია, ნებისმიერი რადიკალიზაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა ნეგატიურია ეკონომიკისთვის . ეკონომიკური ბლოკის მინისტრების საზრუნავი ახლა ისაა, რომ მიუხედავად ამ ფონისა, მაქსიმალურად ბიზნესი , ინვესტორი არ დავაფრთხოთ და ეკონომიკა იმ ტემპით განვითარდეს, როგორც თავიდან იყო ჩაფიქრებული“,- განაცხადა თურნავამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა