მაია ცქიტიშვილი - 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიულობის მაჩვენებლებში

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ 2020 წლის არჩვენები ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საარჩევნო პროცესი, იყოს თავისუფალი და გამჭირვალე, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რა სისტემაც არ უნდა იყოს, ამ სისტემის ფარგლებში, თითოეულ მოქალაქეს, მთავრობის თუ ოპოზიციის მხარდამჭერს, უნდა ჰქონდეს საშუალება დააფიქსიროს თავისი არჩევანი.

„ჩვენთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და საქართველოს გულშემატკივრების მოსაზრებები საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ამოცანაა პირველ რიგში, რომ როგორც ჩვენს მოსახლეობას ასევე, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ავუხსნათ რეალური მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში და მათ შორის, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოსაზრებებზე, რომელიც ეხება კომენტარებს, საქართველოში დემოკრატიული პროცესების შესაძლო შესუსტებაზე, ვუპასუხებ იმას, რომ ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ ყველა არჩევნებზეც, რომელიც ტარდებოდა 2012 წლის შემდეგ, რომ უკლებლივ ყველა საარჩევნო პროცესი ტარდება სრულ შესაბამისობაში იმ საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ჰქვია თავისუფალი დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნები.

ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ არც 2020 წელს და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა და სურვილი იყო 2020 წელსვე გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, რომელიც არის უფრო გახსნილი და იქნებოდა შემდგომი ნაბიჯი საარჩევნო სისტემის ლიბერალიზაციისკენ, მიუხედავად ამისა, ის საარჩევნო სისტემა, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში, ვერ დავარქმევთ, რომ ეს საარჩევნო სისტემა არ არის დემოკრატიული. ის, რომ ჩვენ მოგვიწევს 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიულობის მაჩვენებლებში”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო