მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარე აქციები ოპოზიციის აქციებია და არა სახალხო პროტესტი

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე აქციები ოპოზიციის აქციებია და არა სახალხო პროტესტი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა არის ყველაზე ნორმალური პროცესი, რაც კი შეიძლება იყოს და რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ აქციებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ და ოპოზიციის მცდელობებზე წარმოაჩინოს ეს აქციები, როგორც სახალხო პროტესტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვხედავთ პირველ რიგში მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ ეს აქციები სინამდვილეში არის ოპოზიციის აქციები. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული და მხოლოდ ოპოზიციის წევრების მონაწილეობით ორგანიზებული. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქმე სახალხო პროტესტთან“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, აქციები იძენს აგრესიულ ფორმებს, რაც მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ეს აქციები, რომლებსაც ოპოზიცია ატარებს, გაცდენილია გამოხატვის თავისუფლებას, მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმებს. სამწუხაროდ, იძენს ასეთ აგრესიულ ფორმებს. ამასთან, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ის აგრესიული ფორმები, რომლებიც მიმართულია პირველ რიგში პარლამენტარების მიმართ. დღესაც, კონკრეტულ პარლამენტარებს არ მიეცათ პარლამენტში შესვლის და ფუნქციის განხორციელების უფლება. ჩვენ, როგორც ხელისუფლება ვალდებული ვართ, რომ ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში და ჩვენმა დემოკრატიულმა ინსტიტუციამ, პარლამენტმა, რომელიც მოსახლეობის არჩევანის გამოსახულებაა, შეასრულოს თავისი მოვალეობა“,-აცხადებს ცქიტიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს