ქეთევან ციხელაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ ოსს უქმნის დისკომფორტს, მათთვისაც არის ეს ღირსების შემლახავი

ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ამ დღეების განმავლობაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ ოსს ეს უქმნის დისკომფორტს, მათთვისაც არის ეს ერთგვარად ღირსების შემლახავი; საუბარია ექიმზე, რომელსაც არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ექიმ ვაჟა გაფრიდაშვილის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ცხელი ხაზით ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და მუდმივად გვაქვს ეს კომუნიკაცია, არა მხოლოდ ცხელი ხაზით. ბოლო ინფორმაცია მისი მდგმარეობის შესახებ არის ის, რომ მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.

ყოველთვის ვამბობ, არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ნორმალურად არის იმ პირობებიდან გამომდინარე, რომ იმყოფება ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში. ეს თავისთავად არ არის ნორმალური მოცემულობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა. ოჯახთან არის მუდმივი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობის და ასევე ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელსაც საქართველოს მთავრობა, მისი შესაბამისი სტრუქტურები ვდგამთ იმისთვის, რომ ერთი მიზანი იქნას მიღწეული - ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უპირობო გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან. ეს არის, მათ შორის, ჩემი აპარატის უმთავრესი საკითხი, ასევე ჩვენი კოლეგების მუშაობის. თქვენ იცით, რომ ამუშავებულია ფაქტობრივად ყველა არხი. ამაში ვგულისხმობ გარე თუ შიდა არხებს, ფორმალურს, თუ არაფორმალურს, აბსოლუტურად ყველა დონეზე. საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომ მისი გათავისუფლება იქნას მიღწეული და ოჯახისთვის ეს დეტალები იყოს ცნობილი. საჯაროდ ამ დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არარელევანტურია, რადგან უპირატესი ინტერესი არის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და აქედან გამომდინარე, იდგმება ყველა ნაბიჯი.

ძალიან ბევრი კომუნიკაცია იყო ამ დღეების განმავლობაში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრ ოსს ეს უქმნის დისკომფორტს, მათთვისაც არის ეს ერთგვარად ღირსების შემლახავი. საუბარია ექიმზე, რომელსაც არაერთი მადლიერი პაციენტი ჰყავს, მათ შორის საოკუპაციო ხაზს მიღმა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე განცხადებით, არ არის იმაზე საუბარი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა რამე აღიაროს ან არ აღიაროს.

„თეორიული არგუმენტი, რის გამოც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში შეიძლება იყოს, არ არსებობს. არ მიმდინარეობს იმაზე საუბარი, რომ მან რამე აღიაროს ან არ აღიაროს. იმიტომ გავუსვი მე ხაზი, რომ მუშაობა მიმდინარეობს იმაზე, რომ მისი გათავისუფლება მოხდეს უპირობოდ. რა თქმა უნდა, ინტრესი ის არის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ის ოჯახს. ეს არის მთვარი გამოწვევა, გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და იმედია, რომ არც ერთ პირობებში არ დაავიწყდება არავის; ეს არ არის მარტო ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა უწყება გაერო-დან სპეციალური წარმომადგენლის ჩამოყვანას, რომელსაც გაფრინდაშვილის ოჯახი ითხოვს, ციხელაშვილი ამბობს, რომ უწყება „ძალიან ბევრ საკითხს განვიხილავს“.

„არის არაერთი კომუნიკაცია. იცით, რომ ჩვენი პარტნიორებიც შეხვდნენ ოჯახს. ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა არის, რომ ჩვენ მივაღწიოთ იმ შედეგს, რომლისთვისაც ამდენი ხანია ვმუშაობთ, ეს არის გათავისუფლება“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო