მაია ცქიტიშვილი - მესმის, რომ ოპოზიციურ ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო იმ სიმართლის მოსმენა, რაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუში მოვისმინეთ

კარგად მესმის, რომ ოპოზიციური ლიდერებისთვის არ არის სასიამოვნო იმ სიმართლის მოსმენა, რაც ჩვენ ინტერვიუში მოვისმინეთ, მაგრამ აუცილებელია იმ რეალობის შეფასება და პროცესების სწორი ანალიზი, რაც გუშინ ვიხილეთ, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავი ანალიზი გააკეთა.

„მნიშვნელოვანია, რომ პარტიის ლიდერისგან მოვისმინეთ ახსნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ სურვილი და სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. ამომწურავი ანალიზი გაკეთდა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე დანაშაული მიგვიძღვის დემოკრატიული პროცესების ან საქართველოს მოსახლეობის წინაშე. ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია იმ მიზეზების ანალიზი თუ რატომ გვაქვს დღეს ის ვითარება, როდესაც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი არ არის განვითარებული, როდესაც არ არის ძლიერი და კონსტრუქციული ოპოზიცია, რატომ არ არის ჯერ კიდევ პროგრამებზე ჭიდილი, რატომ არ გვაქვს ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ძალიან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით. ეს ანალიზი, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, ისევე როგორც ყოველთვის, არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო და რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოპოზიციურ ლიდერებს ასეთი ტიპის ანალიზი არ მოსწონთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა