ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანი „ევროაქტივში“ სტატიას აქვეყნებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოცემა „ევროაქტივში“ (Euroactive) სტატია გამოაქვეყნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის განცხადებით, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ერთგვარი გამოწვევაც, ვინაიდან საქართველო პირველად არის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა.

„დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველო არა მხოლოდ უძველესი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანაა, არამედ წარმატებული და თანამედროვე სახელმწიფოა, რომელიც დამსახურებულ ადგილს იკავებს საერთაშორისო თანამეგობრობაში“,- აღნიშნავს მინისტრი.

სტატიაში მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოსა და ევროპის საბჭოს 20 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ წლების განმავლობაში ევროპის საბჭოს ჩართულობით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები და განხორციელდა მრავალი პროექტი. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის მუშაობაში და ამავდროულად თავად ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოს წინაშე მდგარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევებზე საპასუხოდ.

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, საქართველოს თავმჯდომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპის საბჭოს ფუძემდებლური პრინციპების განმტკიცებაში. საქართველოს მიზანია იყოს ორგანიზაციის მიერ შექმნილი ღირებულებათა სისტემის როგორც მოსარგებლე, ასევე მისი ღირსეული კონტრიბუტორი და დამცველი.

როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ისეთ პრიორიტეტზე როგორიცაა - ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებულ თემებზე ფოკუსირების მიზანია, უფრო მეტად მივაპყროთ ევროპის საბჭოს ყურადღება ამ საკითხებზე, რათა მოვახდინოთ მიღწეული პროგრესის ურთიერთგაზიარება და კონსოლიდაცია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო