პარლამენტმა სემეკის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ფრუიძის არჩევას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ფრუიძის არჩევას ( 81 მომხრე) მხარი დაუჭირა.

გიორგი ფრუიძის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ფრუიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის პოსტს იკავებდა, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება მას მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს შეუწყდა. გიორგი ფრუიძემ საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით 3 ოქტომბერს თავად მიმართა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. ფრუიძის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“ - ის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს