თბილისის მერი უწყების 29 000 თანამშრომელს მადლობას უხდის

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს და აღნიშნული უწყების დაახლოებით, 29 000 თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ორწლიანი ანგარიში გააცნო და განხორციელებულ პროექტებთან ერთად, სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტების უკან დგანან ადამიანები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად გადავლახოთ ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომელიც გვაწუხებს. ეს პროექტები არ არის მხოლოდ კახა კალაძე. ჩემს უკან დგას 29 000 ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად, თავიანთი საქმიანობით აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს განსხვავებული, ლამაზი და შენარჩუნებული ის ღირსშესანიშნაობები, რომელიც ქალაქს გააჩნია. ესაა ის დიდი გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი - ყველას ძალისხმევით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თქვენი - რიგითი მოქალაქეების თანადგომით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი მართლაც განსხვავებული იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას მთავრობის წევრები, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე, ბიზნესის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ. დედაქალაქის მერმა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა