„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტში ეთიკის ნორმების დარღვევასა და რეაგირების მექანიზმებზე ანგარიში მოამზადა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში ეთიკის ნორმების დარღვევასა და რეაგირების მექანიზმებზე ანგარიში მოამზადა.

ანგარიშში IX მოწვევის პარლამენტში პარლამენტარების მიერ დარღვეული ეთიკის ნორმები და 2019 წლის 22 თებერვალს პარლამენტის მიერ მიღებულ ეთიკის კოდექსია განხილული.

„ჩვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავს IX მოწვევის პარლამენტში გახმაურებულ შემთხვევებს, როდესაც პარლამენტის წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით შესაძლოა დააღვიეს ეთიკის ნორმები.

ეთიკის საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეთიკის საბჭოს წევრებით დაკომპლექტება და სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება დროულად ვერ მოხერხდა, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი ინციდენტი სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა. ეთიკის კოდექსის არსებით ხარვეზს წარმოადგენს დარღვევის შემთხვევაში რეაგირების ეფექტური მექანიზმების არ არსებობა. ეთიკური ნორმის დარღვევის შემთხვევაში, ეთიკის საბჭო დეპუტატს მხოლოდ სარეკომენდაციო წერილით მიმართავს, პარლამენტის ვებგვერდზე კი ქვეყნდება ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება, დარღვევის მცირე აღწერით და ეთიკის ნორმების დამრღვევი დეპუტატების სახელების მითითებით.

ეთიკის საბჭოს დებულება ამ დრომდე არ არის დამტკიცებული და ეთიკის საბჭო ყველა წევრით არ დაკომპლექტებულა. შესაბამისად, ის ვერ განიხილავს საჩივრებს და დეპუტატების მიერ ეთიკური კოდექსის ნორმების დარღვევებს, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი ინციდენტი სათანადო რეაგირების გარეშე დატოვა. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ეთიკის კოდექსის შესახებ, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების საჯაროდ გახმაურებულ შემთხვევები, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის დარღვევას,“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://transparency.ge/ge/post/etikis-normebis-dargveva-da-reagirebis-mekanizmebi-sakartvelos-parlamentshi?fbclid=IwAR1XeTm4fliKdZhAWMT_cjN2mlNJqiWk4VV_z_Lru2l1Mi2dG1JMuv9VXdA

დიმიტრი ცქიტიშვილი - არ მინდა დავიჯერო, რომ „ქართულ ოცნებას“ იგივე დაემართა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი