კახა კალაძე „მომავალი დაკავებების“ შესახებ ივანიშვილის განცხადებაზე - ვინც კანონს დაარღვევს, მოჰყვება რეაგირება - შეიძლება მე დავარღვიო კანონი, შეიძლება ვიღაცამ

რა თქმა უნდა, არ არის კარგი, სასიამოვნო, როდესაც პოლიტიკური პარტია გასცემს დაპირებას და ის არ სრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გაუფრთხილდა ბიძინა ივანიშვილი საკუთარ სიტყვებს, როდესაც საზოგადოებას პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას დაპირდა, კალაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი შიდაპარტიული პრობლემაა.

“ამაზეც გააკეთა განმარტება საკუთარ ინტერვიუში. ეს არის, რა თქმა უნდა, პრობლემა, პირველ რიგში, ჩვენი შიდაპარტიული პრობლემაა და იმ ადამიანების გამო, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ ამ გადაწყვეტილებას, გარკვეული პრობლემები იდგა. ამაზე შემიძლია ღიად ვისაუბრო. თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, სასიამოვნო, როდესაც პოლიტიკური პარტია გასცემს დაპირებას და ის არ სრულდება. საზოგადოებას, რომელიც გაანაწყენა ამ გადაწყვეტილებამ, არჩევნებზე ექნებათ საშუალება გამოხატონ საკუთარი წყენა”, - განაცხადა კალაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, თუ ვინ იგულისხმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც საკუთარ ინტერვიუში მომავალ დაკავებებზე ისაუბრა, კალაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ყველა დააკავონ, ვინც კანონს დაარღვევს.

“მე ვფიქრობ, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და გააკეთა შეფასება ქვეყანაში არსებული ვითარების. ყველა ადამიანის შემთხვევაში, ვინც კანონს დაარღვევს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვევა შესაბამისი რეაგირება. შეიძლება მე დავარღვიო კანონი, შეიძლება ვიღაცამ, ამიტომ არ უნდა დავარღვიოთ კანონი”, - განაცხადა კალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა