BAG-ის წევრთა რიგებს „ევორდ ჰოლდინგი“ შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კიდევ ერთი ახალი წევრი კომპანია „ევორდ ჰოლდინგის“ სახით შეუერთდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, შპს „ევორდ ჰოლდინგი“ სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიების გაერთიანებას წარმოადგენს, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას.

კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათი მიზანია კომპანიის ჰარმონიული ზრდა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. მათი აზრით, კომპანიას სტაბილურ და მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობა.

„მივესალმებით ახალ წევრს, მოხარული ვართ, რომ არჩევანი სწორედ BAG-ზე გაკეთდა, რადგან ეს არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი წევრების ინტერესების აქტიურ და ეფექტიან დაცვას. ჩვენ მზად ვართ, ყველა დონეზე ვისაუბროთ ჩვენი წევრების ინტერესებსა და საჭიროებებზე“, - განაცხადა ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ შპს „ევორდ ჰოლდინგის“ ქვეშ ერთიანდება სამშენებლო მომსახურებისა და წარმოების კომპანიები: შპს სამშენებლო კომპანია მამისონი, შპს AWARD, შპს ევორდ ფექტორი, შპს ევორდ დრილინგი და შპს ევორდ ტრანსპორტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა