29 ნოემბერს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ

29 ნოემბერს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ, რომელიც ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შეიქმნა. პრეზენტაციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაესწრებიან, რომლებიც შეხვედრის დასასრულს მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

მემორანდუმზე ხელს 28 ოპოზიციური პოლიტიკურ პარტია აწერს, რომელთა სიაც ასე გამოიყურება: „ახალი საქართველო“ - გიორგი ვაშაძე; „ახალი საქართველოსთვის“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე; „ახალი მემარჯვენეები“ - მანანა ნაჭყებია; „ახალი ქრისტიან - დემოკრატები“ - ნიკოლოზ ჯოგლიძე; „გამარჯვებული საქართველო“ - კონსტანტინე კემულარია; „გირჩი“ - იაგო ხვიჩია; დამოუკიდებელი დეპუტატი - ნატო ჩხეიძე; „ევროპელი დემოკრატები“ - პაატა დავითაია; „ევროპული საქართველო“ - გიგი უგულავა; „ემსახურე საქართველოს“ - მურმან დუმბაძე; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გრიგოლ ვაშაძე; „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - ნინო ბურჯანაძე; „ეროვნულ - დემოკრატიული პარტია“ - ბაჩუკი ქარდავა ; „თავისუფალი დემოკრატები“ - შალვა შავგულიძე; „თავისუფალი საქართველო“ - კახა კუკავა; „კანონი და სამართალი“ - თაკო ჩარკვიანი; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთის“ - ნიკა მაჭუტაძე; „რესპუბლიკური პარტია“ - ხათუნა სამნიძე; „საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო“ - ბადრი ჯაფარიძე; „საზოგადოებრივი ორგანიზაცია - საქართველო ლიდერთა შორის“ - მამუკა გამყრელიძე; „სამართლიანობისთის“ - ეკა ბესელია; „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთის“ - ზურაბ ხარატიშვილი; „სამოქალაქო მოძრაობა“ - ალეკო ელისაშვილი; „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - შალვა ნათელაშვილი; „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“ - მანანა ჯებაშვილი; „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობა“ - გრიგოლ ჯოჯუა; „ქრისტიან - კონსერვატიული პარტია“ - შოთა მალაშხია; „შენების მოძრაობა“ - დავით უსუფაშვილი.

„ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის“ დარბაზში პრეზენტაცია 29 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა