ლევან გოგიჩაიშვილი - ახალი ფრაქცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარჩენილი საპარლამენტო ცხოვრებისთვის - ორპოლუსიანი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ახალ ფრაქციას ის დეპუტატები ქმნიან, რომლებიც „2012 წლის პირველი ოქტომბრის მემკვიდრეები არიან“. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ახალი ფრაქციის შექმნა ახალი დღის წესრიგითა და ხედვით, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, საერთო ფასეულობები. ჩვენ ვართ პირველი ოქტომბრის მემკვიდრეები. არ გადაგვიხვევია ერთი ნაბიჯითაც კი თავისუფლების გზიდან. ჩვენი მისია და მისწრაფებაც არის ამ ქვეყანაში თავისუფლების და დემოკრატიულობის განმტკიცება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალი ფრაქცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დარჩენილი საპარლამენტო ცხოვრებისთვის. ეს ორპოლუსიანი დღის წესრიგი უნდა დასრულდეს,"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა