ივანე მაჭავარიანი - სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის, აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები

სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი მართვისთვის აუცილებელია გვქონდეს ძლიერი ფისკალური ინსტიტუტები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ფისკალური პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა, სახელმწიფო ფინანსების ეფექტიანი განკარგვაა, რისთვისაც მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით მუშაობა.

„ძლიერი ფისკალური ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, საჭიროა ხუთი ძირითადი მიმართულებით მუშაობა. ესენია: ფისკალური ჩარჩოს შემუშავება, ფისკალური გამჭვირვალობა, რისკების მართვა, ფისკალური წესები, ფისკალური საბჭოს შექმნა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართულია სწორედ ამ მიზნების შესრულებისკენ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო