„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მეტალის კონსტრუქციებით გადაკეტვა მკვეთრად არაპროპორციული  ადამიანის უფლებების შეზღუდვაა

28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის მეტალის კონსტრუქციებით გადაკეტვა არის დაუსაბუთებელი და მკვეთრად არაპროპორციული ადამიანის უფლებების შეზღუდვა, - ასე ეხმაურება „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ შინაგან საქმეთა სამინისტორის მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიდან“ აცნობეს, პოლიციის კანონის 33-ე მუხლში დეტალურად ჩამოთვლილია ყველა ის ღონისძიება, რომლებსაც პოლიციელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად იყენებს. აღნიშნულ კანონში მეტალის კონსტრუქციის მქონე ბარიერების გამოყენება არ არის გათვალისწინებული. იმ ღონისძიების გამოყენება, რომელიც კანონში არ არის გაწერილი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა. ამ შემთხვევაში ეს აშკარა დარღვევაა.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ მიუთითა, რომ პოლიციის მიერ სპეციალური საშუალების გამოყენების სახე და ინსტრუქცია აუცილებლად დეტალურად იყოს გაწერილი საკანონმდებლო ბაზაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადამიანისათვის მიყენებული ზიანი. ( იხ. CASE OF ABDULLAH YAŞA AND OTHERS v. TURKEY § 61)

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნათლად განმარტა, რომ საჯარო დაწესებულებების შესასვლელის ბლოკირების საფრთხით ვერ იქნება გამართლებული ბარიკადებისა და დაბრკოლებების აღმართვა. აღნიშნული ღონისძიება უნდა იყოს მოსალოდნელი საფრთხის პროპორციული და არ უნდა იქნეს გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუ არ არსებობს დანაშაულის ან მართლწესრიგის დარღვევის განსაკუთრებული რისკი. ( იხ. CASE OF PRIMOV AND OTHERS v. RUSSIA § 144-148)

აღნიშნული კონსტრუქციები აღიმართა დემონსტრაციის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, მაშინ, როდესაც პოლიციას ჰქონდა შესაძლებლობა ალტერნატიული მეთოდებით უზრუნველეყო საჯარო დაწესებულების ფუნქციონირება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც თბილისის მერიის მხრიდან საჯაროდ არ ყოფილა მიწოდებული ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა მიზანს ემსახურება ეს აკრძალვა და როგორ უნდა დარეგულირებულიყო მოძრაობა ამ ქუჩებზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, არაპროპორციულად და უკანონოდ მიიჩნევს სახელმწიფოს ჩარევას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებაში და ითხოვს, რომ საჯაროდ გამოქვეყნდეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც გამოიყენეს აღნიშნული ღონისძიება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა