პროფკავშირების გაერთიანება ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროებში შრომითი უფლებების აღსრულების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ხვალ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროებში შრომითი უფლებების აღსრულების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, კვლევა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, ძირითადი მიგნებებს შორის მოხვდა არაერთი დარღვევა, მათ შორის: სავაჭრო ქსელსა და სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს არ აქვთ შრომითი ხელშეკრულების საკუთარი ეგზემპლარი. კვირის განმავლობაში საშუალოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა სამივე სექტორში აღემატება შრომის კოდექსით დადგენილ ოდენობას. ხელფასები ეროვნულ საშუალო ხელფასთან მიმართებით შეადგენს შესაბამისად 40,5%, 62,9% და 51,1%-ს. სამივე სექტორში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს უწევს ძირითად სამუშაოსთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ შედის მათ ძირითად მოვალეობაში.

ამასთან, დასაქმებულთა ნაწილს ხელფასიდან ეჭრებათ გარკვეული თანხა, რომელიც არ არის დაკავშირებული გადასახადის გადახდასთან. ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ მათ ანაზღაურება არ ეძლევათ. ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებს. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სუპერმარკეტებში. სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 16,9% ამბობს, რომ სარგებლობს შვებულებით. 20,5% აღნიშნავს, რომ შვებულების აღება შეუქმნის პრობლემებს სამსახურში.

დამსაქმებლის/ხელმძღვანელი პირის მხრიდან, მტრულ, ღირსების შემლახველ, არათანაბარ მოპყრობას განსაკუთრებით ხშირად ადგილი აქვს ტექსტილის წარმოებაში. ტექსტილის წარმოებაში გვხვდება სქესისა და ასაკის მიხევდვით დისკრიმინაცია, ადგილი აქვს პროფკავშირეული ნიშნით დისკრიმინაციასაც.

კითხვაზე უზრუნველყოფილია, თუ არა შრომის უსაფრთხოება თქვენს სამუშაო ადგილზე, „არა“ ან „ნაწილობრივ“ უპასუხა: ტექსტილის წარმოებაში 42,1%-მა; სავაჭრო ქსელში 17,2%-მა; ხოლო სუპერარკეტებში 30,4%-მა. ყველაგვარი მიზეზის გარეშე გათავისუფლება ყველაზე ხშირად ხდება ტექსტილის წარმოებაში (16,6%). შემდეგ მოდის სუპერმარკეტები (14,4%), ხოლო ბოლო ადგილზე სავაჭრო ქსელია 0,9%-ით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა