ივანე მაჭავარიანი - ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა

ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, როდის გამყარდება ეროვნული ვალუტა, კონკრეტული ვადების დასახელება რთულია, თუმცა ყველა პირობა არის იმისთვის, რომ კურსი დასტაბილურდეს.

„ლარის კურსი, როგორც ყოველთვის, არის შიდა და გარე ფაქტორების კომბინაცია. კურსი კარგა ხანია ტრიალებს 3-ის მიდამოში - 2.95-დან 3-მდე. ყველა წინაპირობა და მოცემულობა არის, რომ უნდა დაიწყოს ქვემოთ სვლა. ლარი დაიწყებს გამყარებისკენ სვლას, ოღონდ ამისთვის რასაკვირველია , მნიშნველოვანია პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური პროგნოზირებადობა და ბიზნესისთვის კომფორტის შექმნა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა