ივანე მაჭავარიანი - დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, საუკეთესო ევროპული პრაქტიკა დამკვიდრდება

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა საგადასახადო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებზე, რომელიც შეეხო დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებს.

მისი თქმით, დღგ-ის რეფორმის ამოქმედების შედეგად, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა.

„უახლოეს მომავალში, პროექტს განსახილველად წარმოვადგენთ პარლამეტში. დღგ-ის რეფორმის ამოქმედება, ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს. შენარჩუნდება ყველა არსებული ნორმა და მექანიზმი, რომელიც ამარტივებს დღგ-ის ადმინისტრირებას, შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, მოხდა დოკუმენტის საჯარო განხილვა, როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ისე ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფთან და პროექტის საბოლოო ვერსია სწორედ მათი წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით მომზადდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო