საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს“ ორი წევრის პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი აქციის დროს დაკავებული ორი პირის პროცესი გაიმართება.

როგორც მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტების, ბექა პაპაშვილისა და გიორგი რუხაიას ადვოკატმა სალომე ქურდიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებულია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები სხდომათა დარბაზს გამართლებულები დატოვებენ.

მისი თქმით, ამ საქმეში არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფებთან კომუნიკაცია ვერ მოვახერხე იმიტომ, რომ ასეთი პროცესები, როგორც წესი, ექსტრემალურ სიტუაციებში ხდება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სხდომათა დარბაზს აბსოლუტურად გამართლებულები დატოვებენ იმიტომ, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. პაპაშვილმა 2 დღის წინ დატოვა ადმინისტრაციული პატიმრობა და რუხაია გიორგი ამ აქციებიდან გამომდინარე, ალბათ ოცდამეათედ არის დაკავებული. რეალურად სახელმწიფო ჩემს მეგობრებს რასაც ედავება არის ის, რომ გამოხატავენ თავისუფალ აზრს. არანაირი შეხლა-შემოხლა და სამართალდამცავებთან დაპირისპირება არ ყოფილა“, - განაცხადა სალომე ქურდიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს