ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა თავმჯდომარეობის პრიორიტეტების განხორციელებაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ლილიან მორი პასკიესთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ევროპის საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევასა და ორგანიზაციის პრინციპებისა და ღირებულებების ეფექტურ რეალიზებაში საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ჩართულობის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნო საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები -ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. აღინიშნა, რომ მოცემული პრიორიტეტები აქტუალურია და ეხმიანება არა მხოლოდ ევროპის საბჭოს, არამედ ზოგადად, ევროპის კონტინენტზე არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ ერთობლივ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდშია დაგეგმილი. ასამბლეის პრეზიდენტმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ყველა იმ პრიორიტეტის განხორციელებაში, რაც ქვეყანამ წარადგინა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეროვნულ დონეზე საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასაბლეასთან.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის, ისაუბრა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე; ხაზი გაესვა მსგავსი ფაქტების მიუღებლობას და საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციის აუცილებლობას.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს