ევროპარლამენტმა კლიმატის ცვლილების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა კლიმატის ცვლილების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ამ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. რეზოლუციას მხარი 225-ის წინააღმდეგ 429 დეპუტატმა დაუჭირა.

ევროპის კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო კავშირის დირექტორის, ვენდელ ტრიოს განცხადებით, ევროპარლამენტარებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ახლა მათ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან.

„ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დასახული გეგმა და ნახშირორჟანგის გამოყოფა 65%-ით შეამციროს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსახლოება მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვას განაგრძობს“-,აცხადებს ის.

ამასთან, 27 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა განაცხადა, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილების შესაჩერებლად ევროკავშირის 3 ტრილიონ ევროს გამოყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო