ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ტელევიზიებთან დავალიანების საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის და გამოსავალს დავალიანების დაფარვის გრძელვადიან გრაფიკში ხედავს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ტელევიზიებთან დავალიანების საკითხზე შეთანხმება მიღწეული არ არის და გამოსავალს დავალიანების დაფარვის გრძელვადიან გრაფიკში ხედავს. ამის შესახებ მინისტრმა დღეს პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ტელევიზიების თემა სენსიტიური საკითხია, მათ წარმოუდგენლად დიდი დავალიანებები აქვთ და ამ თანხის მყისიერი მოთხოვნა ტელევიზიების ერთმნიშვნელოვნად დახურვას გამოიწვევს და წარსულშიც გამოიწვევდა.

„ამიტომ ხდებოდა ის, რომ ხელს ვერ ვკიდებთ ამ ვალებს. ეს იყო შეცდომა, ჩემი აზრით. მე მგონია, რომ ახლა გამოსავალი არის ის, რომ მათ გავუკეთოთ გრძელვადიანი გრაფიკი, ვიცი, რომ ამაზე აყვირდება ზოგი ოპონენტი, ზოგი სხვა ტელევიზია, მაგრამ ყველა ვისაც დავალიანება აქვს, მინდა ერთნაირ პირობებში ჩავაყენოთ, მაქსიმალურად მივცეთ მრავალწლიანი გრაფიკი და შესაბამისად ვიმოქმედოთ. სამწუხაროდ, სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ტელევიზიები არ არის ჩვეულებრივი ბიზნესები. თქვენ იცით, რომ საქართველოში ეს ქრონიკული პრობლემაა. ეს პრობლემა 20 წლის წინაც იყო, არაერთხელ მოხდა ჩამოწერა ამ ვალების სხვადასხვა ხელისუფლების მიერ. ეს დასამთავრებელია წესით. საინფორმაციო საშუალებები, მედია არ უნდა იყოს განსაკუთრებულ რეჟიმსა და პრივილეგიებში, ამას არ უნდა ჰქონდეს შანტაჟის ხასიათი, როცა საქმე გადასახადს ეხება. ეს ქრონიკულადაა ჩვენს ქვეყანაში 30 წელია და ვდილობთ, ეს გამოვასწოროთ. მე მგონია, რომ წლის ბოლომდე მივაღწევთ შეთანხმებას, უნდა მიგვეღწია მანამდეც, უნდა მიგვეღწია ნოემბრის დასაწყისში, ვერ ვაღწევთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ უჭირთ, ვერ იღებენ ამ ვალდებულებას, რომ ამ გრაფიკით გადაიხდიან. ეს არის გულწრფელი და ღია პასუხი. მეტს მე ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, „რუსთავი 2“-ს 28 მილიონამდე, „იმედს“ 19 მილიონამდე, „მაესტროს“ კი 8 მილიონზე მეტი დავალიანება აქვს სახელმწიფოს მიმართ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა