ირაკლი კობახიძე - 28 პარტია რაღაც მემორანდუმებს აფორმებს - ის 28 პარტია, რომელიც საქართველოში ბუნებაში არ არსებობს

28 პარტია რაღაც მემორანდუმებს აფორმებს - ის 28 პარტია, რომელიც საქართველოში ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საზოგადოების განწყობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მოსახლეობა დესტრუქციული პროცესებით დაღლილია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი შეიქმნას. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მოლაპარაკებებს სთავაზობს, თუმცა ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს და დესტრუქციაზეა გადასული.

„საზოგადოება დაღლილია იმით, რაც სატელევიზიო ეთერებში ხდება, რაც ხდება ჩვენთან პოლიტიკურ სივრცეში. საზოგადოება დაღლილია მუდმივი აგრესიული დაპირისპირებით და დესტრუქციული პროცესების განვითარებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს და რაც მთავარია პოზიტიური დღის წესრიგი შეიქმნას. ნაცვლად იმისა, რომ იდგნენ 200 კაცით და თავისი აგრესიული, შეურაცხმყოფელი გზავნილებით გამოდიოდნენ, ოპოზიციას ვთავაზობთ იმას, რაც ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ნებისმიერ დემოკრატიულ სივრცეში, ვისაუბროთ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ განათლების, ჯანდაცვის, თავდაცვის სფეროში და ა.შ. იმის გამო, რომ სალაპარაკო არაფერი აქვთ, დესტრუქციაზე არიან გადასული და აგერ 28 პარტია რაღაც მემორანდუმებს აფორმებს, ის 28 პარტია, რომელიც საქართველოში ბუნებაში არ არსებობს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო