მთავრობის ადმინისტრაცია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ე.წ ლუგარის ლაბორატორიის კარი ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის ღიაა,-ამის შესახებ პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით გაამახვილა ყურადღება ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე, რამაც საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით ფართო რეზონანსი გამოიწვია.

როგორც შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, აუცილებელია პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება. რის საპასუხოდაც გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ოჯახს. ამ კონტექსტში ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე, რაზეც უფრო დეტალური საუბარი გაიმართება ახლო მომავალში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების დინამიკა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და სატრანსპორტო სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე. სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ მოსკოვში განიხილავენ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, თუმცა კონკრეტული ვადები არ დასახელებულა.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რომლის მორიგი შეხვედრაც ახლო მომავალში გაიმართება.

რუსეთის მხარის დაინტერესების გათვალისწინებით, ზურაბ აბაშიძემ დაადასტურა, რომ ე.წ. ლუგარის ლაბორატორია თავის საქმიანობას წარმართავს ტრანსფარენტულ რეჟიმში და ლაბორატორიის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის.

პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო