დონალდ ტრამპი მოულოდნელად ავღანეთს ეწვია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოულოდნელად ავღანეთს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ჯარისკაცებს მადლიერების დღესასწაული მიულოცა, ინდაურით გაუმასპინძლდა და მათთან ერთად ისადილა.

ვიზიტის დროს დონალდ ტრამპი ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანისაც შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ იმედი აქვს, თალიბი ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდებიან.

„თალიბებს შეთანხმების მიღწევა სურთ და ჩვენ მათთან შეხვედრებს ვმართავთ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტას უნდა ითვალისწინებდეს, ისინი ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ სურდათ, თუმცა მჯერა, ახლა მათ ეს სურთ,“ - განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი გაპრეზიდენტების შემდეგ ავღანეთს პირველად ეწვია.

აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ხუთშაბათს გვიან ღამით დაჯდა. პრეზიდენტთან ერთად ავღანეთს სტუმრობდნენ მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ობრაიენი, თანაშემწეების მცირე ჯგუფი და საიდუმლო სამსახურის აგენტები.

ამ დროისთვის ავღთანეთში 13,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. არსებული მონაცემებით, ავღანეთის კონფლიქტს 2001 წლიდან დღემდე 2, 400 ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა