ჩრდილოეთ კორეამ ორი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ზღვის მიმართულებით მოკლე რადიუსის ორი ჭურვი გაუშვა, - ამის შესახებ „როიტერსი“ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები ქალაქ იონპოდან ზღვის მიმართულებით ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე გაუშვა. რაკეტებმა 97 კმ სიმაღლეს მიაღწიეს და 380 კმ მანძილი დაფარეს.

ჩრდილოეთ კორეული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა „წარმატებული ტესტის“ გამო „დიდი კმაყოფილება გამოხატა.“

რაკეტების გამოცდა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იაპონიას, არამედ მთელს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიებსაც. „სიტუაციის გაკონტროლების მიზნით, აშშ-სთან, სამხრეთ კორეასა და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა აბემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო