ალბანეთში ნანგრევებიდან დედისა და სამი შვილის ცხედრები ამოიყვანეს

მაშველებმა ალბანეთის ქალაქ დურესში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან დედისა და მისი ორი წლის ტყუპი და 7 წლის ვაჟების ცხედრები ამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას აღნიშნული ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი, გარდაცვლილი ქალის მეუღლე გადაურჩა. მანამდე მაშველებმა კიდევ ერთი ბავშვი - 8 წლის გოგონა და 79 წლის ბებია გარდაცვლილები იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთში სამშაბათს 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრას 46 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა