პარლამენტის შესასვლელები, რომელიც გუშინ პოლიციას რკინის კონსტრუქციებით ჰქონდა ჩაკეტილი, დღეს გახსნილია

პარლამენტის შესასვლელები, რომელიც გუშინ პოლიციას რკინის კონსტრუქციებით ჰქონდა ჩაკეტილი, დღეს გახსნილია. პარლამენტის ყველა შესასვლეთან პოლიცია დგას, თუმცა მათი განსაკუთრებული მობილიზება არ შეინიშნება. რაც შეეხება პარლამენტის წინა მხარეს, იქ კვლავ კარვები დგას და აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა და სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა პარლამენტის პიკეტირება დაანონსეს. გუშინ მათ პიკეტირება ვერ მოახერხეს, რადგან პოლიციას შესასვლელები ბლოკირებული ჰქონდა.

საკანონმდებლო ორგანოში დღეს კომიტეტების სხდომები და პლენარული სხდომაა დანიშნული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს